ირაკლი ღარიბაშვილი: დავიწყებთ ყველა თეატრის რეაბილიტაციას, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა ავაშენოთ სპორტული კომპლექსი
18-04-2022, 12:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სპორტი და კულტურა, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი, ქალბატონ თეა წულუკიანთან ერთად ჩვენ გავიარეთ საჭირო პროექტები და მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყებთ ყველა თეატრის რეაბილიტაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით გამოყო შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აღნიშნა, რომ მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია წელსვე დაიწყება, ეს არის მთავრობის სურვილი.

 


„სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა მუნიციპალიტეტში ცენტრალური სტადიონების რეაბილიტაცია იგეგმება, ყველა მცირე ზომის ე.წ მინი-სტადიონების სრული განახლება-რეაბილიტაცია მომდევნო 3 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს და ასევე ჩემი სურვილია და ჩვენ ამის თაობაზე ვისაუბრეთ, რომ უნდა დავიწყოთ, ეტაპობრივად, ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული კომპლექსების მშენებლობა. ეს შეიძლება იყოს გარდამავალი პროექტი და 3 წელიწადში ვერ ჩაეტიოს, მაგრამ 3-დან 5 წლამდე ყველა მუნიციპალიტეტში უნდა ავაშენოთ სპორტული კომპლექსი, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი