აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა დასადღესასწაულო დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
დედაქალაქის მერმა იმ ავტობუსების მარშრუტებიც დაასახელა, რომლებიც მოქალაქეებს 24 და 25 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ მოემსახურება.
„მოახლოვდა აღდგომის დღესასწაული და მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია 23, 24 და 25 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით. აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს, რადგან ბევრი ადამიანი მიდის ეკლესიაში, ესწრება წირვას, გვიან სრულდება ეს ყველაფერი და ისინი შესაბამისად, სახლში დაბრუნებასსაჭიროებენ. ჩვენ ვიზრუნეთ მათზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტიყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება. კერძოდ, მეტრო24აპრილს გახანგრძლივებულად, 00:00-დან04:00 საათამდე იმუშავებს. გარდა ამისა, 24 და 25 აპრილს,08:00-დან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს; ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან; საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე - მეტროსადგურ „დელისიდან“; ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ - მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“; ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.