მაია ფანჯიკიძე: რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივება მისასალმებელია, მაგრამ მთავარია ამაში რუსეთმა არ გადაგვახდევინოს პოლიტიკური და ეკონომიკური ხარკი
18-11-2015, 03:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივება მისასალმებელია.

 

 

„რუსეთთან ვიზების ლიბერალიზაცია, იქნება გამარტივება თუ გაუქმება, ძალიან კარგი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის, მაგრამ მთავარია ამაში რუსეთმა არ გადაგვახდევინოს პოლიტიკური და ეკონომიკური ხარკი“, - ამბობს ფანჯიკიძე.

 

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი კარასინი-აბაშიძის ფორმატზეც საუბრობს და ამბობს, რომ შეხვედრის დეტალები უფრო გამჭირვალე უნდა იყოს.

 

 

„კარგი იქნება, რომ ასეთი შეხვედრების დღის წესრიგი უფრო გამჭირვალე იყოს და ვიცოდეთ რაზე საუბრობს ბატონი აბაშიძე კარასინთან. იქნება თუ არა შეხვედრაზე განხილული საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის „გაზპრომი, რკინიგზა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ბევრჯერ დღის წესრიგზე ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება დღის წესრიგზე. ერთს ამბობს კარასინი, შემდეგ ამას უარყოფს ხოლმე ბატონი აბაშიძე. ასე, რომ ჩვენ ბოლომდე არ ვიცით სინამდვილეში რაზე მიდის იქ მსჯელობა“, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

 

 

შეგახსენებთ, პრაღაში ხვალ კარასინი-აბაშიძის შეხვედრა იმართება, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზო მიმოსვლის საკითხი განიხილება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი