გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, მესამე მიკროს N12-13-13ა კორპუსების მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ავტოფარეხების დემონტაჟსა და მის ადგილას რეკრეაციული სივრცის მოწყობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე ავტოფარეხის მეპატრონემ დემონტაჟის პროცესი დაიწყო.
,,მესამე მიკროს N12-13-13ა კორპუსების ირგვლივ დაახლოებით, 30 ავტოფარეხია აშენებული, რომელიც მთლიანად ითვისებს ეზოს და სკვერის მოწყობის საშუალებას არ გვაძლევს. მოსახლეობის მხრიდან გვქონდა არაერთი მომართვა რეკრეაციული სივრცის მოწყობის შესახებ, ავტოფარეხები კი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია როგორც მოსახლეობასთან ასევე, მეპატრონეებთან და დღეს უკვე დაიწყო რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი, რისთვისაც გვინდა მათ მადლობა გადავუხადოთ“, - განაცხადა ლევან ნაროუშვილმა.
აღნიშნულ მისამართზე გლდანის რაიონის გამგეობის მიერ რეკრეაციული სივრცე და საპარკინგე ზონა მოეწყობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.