ირაკლი ქარსელაძე - 3 წლის განმავლობაში მაღალმთიან დასახლებებში 968 მლნ ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი, რაც 29%-ით აღემატება ანალოგიურ წინა მაჩვენებელს
19-04-2022, 15:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წარმოდგენილი იქნა 2022 წლის გეგმა, რომლის მიხედვითაც 20 მლნ ლარი არის გამოყოფილი შესაბამისი ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო პროექტებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

 

ირაკლი ქარსელაძემ ასევე აღნიშნა, რომ 402 მლნ ლარი მოხმარდა მხოლოდ დახმარებებს, რომელიც ითვალისწინებს დანამატებს, როგორც საპენსიო, ასევე შემწეობებზე, დანამატებს ექიმების და ექთნების, მასწავლებლების ხელფასებზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელებზე და სხვა მრავალი მიმართულებით.

 


„დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩატარდა მთიანი დასახლებების საბჭოს სხდომა, რომელზეც მოვისმინეთ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე, წარმოდგენილი იქნა 2022 წლის გეგმა, რომლის მიხედვითაც 20 მლნ ლარი არის გამოყოფილი შესაბამისი ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო პროექტებისათვის.

 


წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 6 წლის განმავლობაში 1,16 მლრდ ლარის ინვესტირება მოხდა, როგორც პროექტებში, ასევე შესაბამის დახმარებებსა და სუბსიდიებში. 402 მლნ ლარი მოხმარდა მხოლოდ დახმარებებს, რომელიც ითვალისწინებს დანამატებს, როგორც საპენსიო, ასევე შემწეობებზე, დანამატებს ექიმების და ექთნების, მასწავლებლების ხელფასებზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელებზე და სხვა მრავალი მიმართულებით, ასევე მოხმარებული ენერგიის თანადაფინანსება 50%-ის ოდენობით. წარმოდგენილი გეგმის შესაბამისად, მომდევნო 3 წლის განმავლობაში 968 მლნ ლარის ინვესტირება არის დაგეგმილი, რაც 29%-ით აღემატება ანალოგიურ წინა მაჩვენებელს, თუმცა ამავდროულად გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული ინვესტიცია გადაჭარბებით იქნება შესრულებული კონკრეტული სამოქმედო პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი