„დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში ცაგერის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საჯარო სამსახურების, ა(ა)ი პ-ების და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
აქციის ფარგლებში, დასუფთავდა ბაღები, სკვერები, ქუჩები, მწვანე თეატრი“, სტადიონი, ორბელის უღელტეხილი და დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიები.სამუშაოების შესასრულებლად გამოყენებული იქნა ტექნიკა.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად,ლეჩხუმის მთელ ტერიტორიას მოიცავს. მომავალშიც გაგრძელდება.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.