კომპანია Rothschild & Co-მა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი წარუდგინა
20-04-2022, 16:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი, რომელზეც მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფინანსურმა ჯგუფმა Rothschild & Co-მა იმუშავა, უკვე მზად არის.

 


დოკუმენტის სამუშაო ვერსია კომპანიის მმართველმა დირექტორმა, არიელ მალარდ დე როტშილდმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინა. სტრატეგია მოიცავს კონკრეტულ პროექტებსა და ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნას შეუწყობს ხელს.

 


სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტებია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა, ქვეყანაში ძლიერი ფინანსური ცენტრების განვითარების ხელშეწყობა და კაპიტალის ბაზრის განვითარება.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის სრული მზადყოფნა, რათა სტრატეგიაში გაწერილი პროექტები მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად განხორციელდეს.

 


შეხვედრას კომპანია Rothschild & Co-ს წარმომადგენლები პიერ ადელინი და ელა ტრედი, კომპანია KAISER PARTNER-ის აღმასრულებელი დირექტორი შტეფან ლინიგერი და KAISER PARTNER-ის წარმომადგენელი ტილა კავენგი ესწრებოდნენ.

 


კომპანია Rothschild & Co-სა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულებას საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის შემუშავების თაობაზე ხელი ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას მოეწერა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი