თბილისის მერიამ დიდ დიღომში ბეტონის ე.წ. მინი ქარხნის განთავსებასთან დაკავშირებით ინვესტორს უარი უთხრა
21-04-2022, 09:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გვინდა, გამოვეხმაუროთ დიდ დიღომში ბეტონის ე.წ. მინი ქარხნის განთავსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული აგრეგატის ამოქმედებაზე თბილისის მერიის მხრიდან არ გაცემულა არანაირი ნებართვა ან შეთანხმება, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

 

 

„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, იწყება მშენებლობა, რომელიც ათეული წლები იყო გაჩერებული.

 

 

სამშენებლო ობიექტზე ტექნიკის განთავსებისთანავე თბილისის მერიამ დაიწყო საკითხის მოკვლევა. თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ინვესტორს უარი ეთქვა დასახლებულ ტერიტორიაზე ბეტონის საწარმოებლად საჭირო დანადგარის ამუშავებაზე, რასაც კომპანია დაეთანხმა.

 


დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე აშენდება მხოლოდ და მხოლოდ კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსი, რასაც სამი ათეული წელია ელოდება მოსახლეობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი