პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე, მსოფლიოსა და რეგიონში შექმნილი ახალი ვითარების კონტექსტში, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
საბჭოს წევრებმა უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული პრევენციული ღონისძიებების კიდევ უფრო გაძლიერებასა და უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებაზე ისაუბრეს. დაიგეგმა სასაზღვრო რეჟიმის და სტრატეგიული ობიექტების კონტროლის გამკაცრების ღონისძიებები.
საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა სტრატეგიულ პარტნიორებთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი დავით სუჯაშვილი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.