ჯუანშერ ბურჭულაძე შვეიცარიის ელჩს საქართველოში ჰეიდი გრაუს შეხვდა
21-04-2022, 18:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰეიდი გრაუს ელჩად დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და შვეიცარიის კონფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 


შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს. მხარეებმა გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. საუბარი შეეხო ნატოსთან და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კვლავ რჩება ქვეყნის მთავარ საგარეო და პოლიტიკურ პრიორიტეტად. მხარეებმა საქართველოსა და შვეიცარიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს, მათ შორის საგანმანათლებო შესაძლებლობები, რომელსაც შვეიცარია უწყების თანამშრომლებისთვის რეგულარულად უზრუნველყოფს.

 

 

შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა და შვეიცარიის ელჩმა იმედი გამოთქვეს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი