დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, მოადგილეებთან ალუდა თუთისანთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რეზო ხეცურიანმა, სააღდგომო ნობათი გადასცეს უმწეოთა სასადილოების ბენეფიციარებს ქალაქ ცაგერში და სოფელ ლაჯანაში.
,,დღეს, დიდ ხუთშაბათს სააღდგომო ნობათი გადავეცით ჩვენს უმწეოთა სასადილოების ბენეფიციარებს, ადამიანებს, რომელთაც ძალზედ ახარებთ მცირედი თანადგომაც კი.წინ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია.მინდა უფლის წყალობა და ბედნიერი დღესასწაული ვუსურვო ამ ადამიანებს, ლეჩხუმს, სრულიად საქართველოს", - აღნიშნა გიორგი ნემსაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.