თავდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
23-04-2022, 11:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და GIPA-ს რექტორმა, მარინე იოსელიანმა მოაწერეს. თანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვას, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებისა და სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას ხელს შეუწყობს.

 

 

მემორანდუმის ფარგლებში, უწყების პრიორიტეტებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების პროფესიული გადამზადება, მათთვის სამეცნიერო-კვლევითი შეხვედრების ორგანიზება და პროგრამებში ჩართულობა.

 

 

თავდაცვის სამინისტრო თავის მხრივ, სტუდენტებს უწყების დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას მისცემს. თანამშრომლობის დოკუმენტის საფუძველზე, სამინისტროს ექსპერტები უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის სემინარების ჩატარებას უზრუნველყოფენ.

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან ნაყოფიერად თანამშრომლობს და ერთობლივ პროექტებს ახორციელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი