თინა ხიდაშელი: საქართველოს ყველა ძალოვანი სტრუქტურა მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ჩვენ არ ველოდებით რაიმე მყისიერ საფრთხეს
18-11-2015, 03:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ არ ველოდებით რაიმე მყისიერ საფრთხეს, - ამის შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა.

 


მისივე განმარტებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული "ინფორმაციის ფლობის" ხარისხი ძალიან მაღალია.

 


"როდესაც ასეთი სხდომა ტარდება, ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან კონკრეტული გეგმები განვიხილოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები. ასევე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უწყებების მიხედვით, ავიღოთ პასუხისმგებლობა. ამიტომ, დიახ, გიდასტურებთ, რომ კონკრეტულ თემებზე, კონკრეტულ მიმართულებებზე, კონკრეტულ ღონისძიებებზე იყო საუბარი, რომელიც შესაბამისი უწყებების მიხედვით უნდა განხორციელდეს, თუმცა, ჩვენ არ ველოდებით რაიმე მყისიერ საფრთხეს. საქართველოს, როგორც სადაზვერვო სამსახურები, ასევე ყველა ძალოვანი სტრუქტურა მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, მუშაობს პარტნიორებთან ერთად სრულ სინქრონიზაციაში. შესაბამისად, ინფორმაციული თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგშია, ინფორმაციის ფლობის ხარისხი ძალიან მაღალია და ამიტომ რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს არ ველოდებით.

 

 

უმთავრესი ღონისძიებები, რომელიც ასეთ დროს ნებისმიერ ქვეყანაში პირველ რიგში გასაკეთებელია, არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და ის კონკრეტული ზომები, რომელიც მოემსახურება იმას, რომ არ მოხდეს შემოღწევა ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელი ელემენტების. ეს არის ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველადი ხარისხის ღონისძიება. ამ მიმართულებით ძალიან კონკრეტული გეგმა არსებობს, რომელიც დღეს არ მოგვიგონია. ეს გეგმები არსებობს და რა თქმა უნდა, ამოქმედებას იწყებენ იმის მიხედვით, ქვეყანაში როგორი ვითარებაა", - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი