ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილე დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სამშობლოში დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე დახვდნენ. დავით ჭიჭინაძემ და ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა ჯარისკაცებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს და აღდგომის დღესასწაული მიულოცეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა მჯდომარე ფრენბურთში მეორე ადგილი დაიკავა. ალექსი ბერუაშვილმა გუნდს ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოუტანა.
100 მეტრიან ეტლით რბოლაში ბრინჯაოს მედალი მიიღო ახმედ საფაროვმა. ბრინჯაოს მედლები მიიღეს მურთაზ ოსეფაიშვილმა და ონისე ჯუღელმაც ლენდროვერ ჩელენჯში. „ძლიერთა თამაშები“ (Invictus Games) გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის (პრინცი ჰარის) პატრონაჟით 2014 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. წელს ტურნირს ნიდერლანდების სამეფო მასპინძლობდა. დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების 20-კაციანი ჯგუფი სპორტის სხვადასხვა სახეობაში: მჯდომარე ფრენბურთი, მშვილდოსნობა, ცურვა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე და ლენდროვერის შეჯიბრი - მონაწილეობდა. ჰააგაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ადგილზე გულშემატკივრობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.