თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოდან სირიაში მებრძოლების გადინების საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში აღარ დგას. როგორც ხიდაშელმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი დღის წესრიგში იმიტომ აღარ დგას, რომ გატარებული პრევენციული ღონისძიებები, რომელიც კარგა ხნის წინათ დაიგეგმა და ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, ძალიან ეფექტური აღმოჩნდა.
"არავითარი მასობრივი გადინებები და რაიმე განსაკუთრებული შემთხვევები საქართველოს არ აქვს. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო ერთ-ერთი ბოლოა, საბედნიეროდ, იმ გადინებების სიაში, რასაც მაგალითად ევროპა გვაჩვენებს დღეს. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ რაიმე ხიფათის განცდის ან განსაკუთრებული პრობლემის მატარებელია ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.