„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე დადგენილებას არეგისტრირებს
26-04-2022, 14:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე დადგენილებას არეგისტრირებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

 


„მაშინ, როდესაც ევროპული ქვეყნების არაერთმა პარლამენტმა მიიღო უკვე დადგენილება აღიარებისა გენოციდის თაობაზე უკრაინაში, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე, რომლიც ადგილზე იყო ჩასული და ნახა, როგორ არის დახვრეტილი ხალხი, ხელებშეკრულები ფეხმძიმე ქალები, ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები, ვერ ბედავს, თქვას, რა მოხდა სინამდვილეში.

 


აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში დღეს არეგისტრირებს დადგენილებას გენოციდის აღიარების თაობაზე უკრაინაში. ეს უნდა გახდეს მორიგი ლაკმუსის ქაღალდი ბიძინა ივანიშვილისთვის და იგივე, შალვა პაპუაშვილისთვის. ბუნებრივია, ეს არ იქნება იურიდიული და სამართლებრივი დეტალების გამორკვევის პროცესი. ეს იქნება პოლიტიკური შეფასება – კი ან არა. ან ნანახმა ბუჩაში დაარწმუნა „ქართული ოცნება“, რომ იქ ნამდვილად არის გენოციდი ან ისინი ამ ყველაფერს უარყოფენ, კვლავ ევტუშენკოვების გვერდით დგებიან ან დგებიან დანარჩენი ცივილიზებული სამყაროს გვერდით, არჩევანი არის „ქართულ ოცნებაზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი