ქალაქ ნინოწმინდაში, სასპორტო სკოლის სპორტულ დარბაზში, დასრულდა მუნიციპალური სარეიტინგო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, 2006 -2008, 2009 – 2010წელს დაბადებულ ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის.
ტურნირში ქალაქ ნინოწმინდისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების - განძა, სპასოვკა, გორელოვკა, დიდი ხანჩალი 130-ამდე მოჭიდავე ჭაბუკმა მიიღო მონაწილეობა.
ტურნირი მერიის კულტურის, განათლების სამსახურის - სპორტისა და ახალგაზრდების განყოფილების ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა (უფროსი გრიგორ თოფუზიანი)
სარეიტინგო ტურნირის თასი განძის ჭაბუკ მოჭიდავეთა გუნდმა მოიგო და საპატიო პირველი ადგილი მოიპოვეს (მწვრთნელი რუბენ პოღოსიანი).
ქალაქ ნინოწმინდის მოჭიდავეთა გუნდმა კი წარმატებით იასპარეზეს და მეორე ადგილი მოიპოვეს (მწვრთნელი ავთანდილ ვანაძე)
სოფელ სპასოვკის ჭაბუკ მოჭიდავეთა გუნდმა კი წარმატებით იასპარეზეს და მესამე ადგილი მოიპოვა (მწვრთნელი ავთანდილ ვანაძე)
გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, დიპლომებით, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო․
ტურნირს მერის მოადგილე არმენ ბდოიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვაღინაკ არზუმანიანი, კულტურის სამსახურის თანამშრომლები: სამსახურის უფროსი ლეონ ვარდანიანი, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი გრიგორ თოფუზიანი, სასპორტო სკოლის დირექტორი ვალერი ბდოიანი ესწრებოდნენ, რომლებმაც გამარჯვებულ გუნდებს საპატიო ჯილდოები გადასცეს.
გრიგორ თოფუზიანის სიტყვებით, ჭაბუკ მოჭიდავეთა მუნიციპალურ სარეიტინგო ტურნირში გამარჯვებული უძლიერესი გუნდები (განძა, ქალაქ ნინოწმინდა, სპასოვკა) საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო ჩემპიონატებში მიიღებენ მონაწილეობას․
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.