ირაკლი ღარიბაშვილი: მოვინახულეთ უკრაინელი მოსწავლეები, პირველკლასელები, ჩემს შვილებთან ერთად, რომლებიც ასევე პირველკლასელები არიან
27-04-2022, 15:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მე ვუსურვებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მშვიდობის დამყარებას, ომის მალე დასრულებას და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, სახლებში დაბრუნებას მშვიდობიანად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინელ მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მაქსიმალურ მხარდაჭერას და ყურადღებას გამოხატავს უკრაინის მიმართ და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

 

„დღეს ჩვენ მოვინახულეთ უკრაინელი მოსწავლეები, რომლებიც დროებით ჩამოვიდნენ საქართველოში და დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მათ შვილებს. ძალიან სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს სკოლაში მოვინახულე პირველკლასელები ჩემს შვილებთან ერთად, რომლებიც ასევე პირველკლასელები არიან. მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ვუსურვო მალე დაბრუნება საკუთარ სახლებში. ჩვენ ის ტკივილი რასაც ისინი ახლა გადიან გამოცდილი გავაქვს არა ერთგზის და მე ვუსურვებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მშვიდობის დამყარებას, ომის მალე დასრულებას და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, სახლებში დაბრუნებას მშვიდობიანად. ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი მაქსიმუმს აკეთებს, ჩვენ ვართ 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინაში, 500 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა ჩვენი ხალხის მიერ, ესაა ქართველი ხალხის საჩუქარი და დახმარება უკრაინელი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას და ყურადღებას გამოვხატავთ და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 1
#1   Leslie
      
14 აპრილი 2026 02:40
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი