მე არაერთხელ მითქვამს საჯაროდ, რომ პატიმრებზე საჯაროდ ჩვენს ხალხს არ ვესაუბრები, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პატიმრებთან დაკავშირებულ კითხვებზე საპასუხოდ პენიტენციურ დაწესებულებას უნდა მიმართონ.
„მე არაერთხელ მითქვამს საჯაროდ, რომ პატიმრებზე საჯაროდ ჩვენს ხალხს არ ვესაუბრები. არსებობს შესაბამისი უწყება, პენიტენციური დაწესებულება, რომელსაც, შეგიძლიათ, ნებისმიერი კითხვით მიმართოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.