ბიძინა ივანიშვილი აღარ არის პოლიტიკაში, ეს ერთი; მეორე, რაც მინდა ვთქვა - ბიძინა ივანიშვილმა რაც გაუკეთა ჩვენს ქვეყანას, ვისურვებდი, ყველა ქართველმა თუ არა, ყველა მეათე ქართველმა შეძლოს ის, რაც გააკეთა ერთმა კაცმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის როლს ხელისუფლების შეცვლაში.
„ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, ბიძინა ივანიშვილს რომ არ მოეშორებინა ეს ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ქვეყნის დამღუპველი და გამანადგურებელი ძალა, სააკაშვილის მეთაურობით, დღეს გარანტიას გაძლევთ, რომ ისევ სააკაშვილი იქნებოდა ხელისუფლებაში და დღეს აქ იქნებოდა მეორე მარიუპოლი. ამას აგარიდათ ბიძინა ივანიშვილმა თქვენც და ყველა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.