გაიხსენეთ ბუშის განცხადება: "წითელი ხაზია გავლებული კავკასიონის ქედზე, რომელსაც ვერავინ დაარღვევს!"
18-11-2015, 04:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს გავრცელდა ერთ–ერთი ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური ანალიტიკოსის მოსაზრებები, რომელიც ეხება საქართველოს და ქართული პოლიტიკის პრიორიტეტებს. აი, ციტატა ამ ინტერვიუდან. აშშ–ის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის, რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარი დონალდ იენსენი:

 

 

"ვფიქრობ, ქართულ პოლიტიკურ ელიტაში არსებობს იმპულსების მთელი რიგი, რომელთა ნაწილიც რუსეთს უფრო ძლიერ როლს ანიჭებს, ვიდრე ეს ამ იმპულსების გარეშე იქნებოდა. არსებობს ბიზნესკავშირები რუსეთთან, არის კორუფცია, რომელსაც რუსეთი წაახალისებს, არსებობს პოლიტიკური ისტაბლიშმენტის და საზოგადოების ნაწილი, რომელიც უფრო ღიაა რუსული მესიჯების მისაღებად. მთლიანობაში ეს ყველაფერი საქართველოს უსაფრთხოებას აზიანებს და დასავლეთიც, რაღაც გაგებით, დაიღალა ამ ყველაფრისგან. საქართველო, თავისი უახლესი ისტორიის გამო, არ არის ისეთი მშვიდი და კონსოლიდირებული დემოკრატია, როგორიც მაგალითად პოლონეთია, ეს კი რუსეთს საშუალებას აძლევს, ხელი შეუშალოს საქართველოს წინსვლას, დასავლეთს კი – თქვას, რომ საქართველო მზად არ არის. მაგრამ, უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მთავრობა თანმიმდევრულად იმუშავებს რუსული გავლენების აღმოსაფხვრელად, რათა აჩვენოს დასავლეთის უპირატესობა და ის, რომ რუსეთთან სიახლოვეს სასიკეთო არაფერი მოაქვს".

 

 

რა გითხრათ იცით (ძალიან მოკლედ!), ბ–ნ იენსენსაც და მის ქართველ მეხოტბეებსაც, საქართველო და ქართული საზოგადოება იმდენად გაიზარდა ამ 25 წლის განმავლობაში, რომ ასეთ იაფფასიან რიტორიკას "აღარ ჭამს"! საქმე ის გახლავთ, რომ აშშ–მა, მიუხედავად ბევრი დაპირებისა, – გაიხსენეთ პრეზიდენტ ბუშის განცხადება 2005 წლის მაისში, თბილისში ვიზიტისას, რომ "წითელი ხაზია გავლებული კავკასიონის ქედზე, რომელსაც ვერავინ დაარღვევს", – ვერ შეძლო რუსეთის აგრესიის შეკავება საქართველოსთან მიმართებით, რამაც გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაცია და მათი "დამოუკიდებლობის აღიარება" რუსეთის მიერ! აშშ–მა, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ვერ შეძლო გარდატეხის შეტანა საქართველოს ეკონომიკაში, უფრო სწორედ, არ განახორციელა გადამწყვეტი ფინანსური პირდაპირი ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში! აშშ–მა, მიუხედავად რამოდენიმე იმედისმომცემი დაპირებისა, არ გაამარტივა სავიზო რეჟიმი და არ დაუშვა თუნდაც შეზღუდული რაოდენობის სამუშაო ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებისათვის! ამავდროულად, აშშ–ები მაქსიმალურად აჭიანურებს მოლაპარაკებებს და შეთანხმების მიღწევას საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და სხვა მრავალი საკითხი, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა თავი დავაღწიოთ რუსეთის მრავალმხრივ გავლენებს, რომლისკენაც მიდრეკილებას ასე უსინდისოდ გვაბრალებს ქართველებს, ბ–ნი იენსენი! აი ასე, სიმართლე ეს არის და უკვე მერამდენედ საქართველოს ისტორიის უკანასკნელი ასწლეულის მანძილზე, დასავლეთი, ამ შემთხვევაში კი ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი სახელმწიფოს შეცდომები აღიაროს, პილატესავით "ხელს იბანს" და ჩვენ, ქართველებს "შესამშრალებლად გვაწმენდს ხელს"!!!...


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი