ივერთუბანში, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე პარკი მოეწყობა
28-04-2022, 14:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ივერთუბანში, ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ არსებულ 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, პარკი მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, პროექტირება უკვე მიმდინარეობს და სამშენებლო სამუშაოებიმაისში დაიწყება.

 

 

„რეკრეაციული სივრცეების განვითარების მხრივ, თბილისი ბოლო წლების განმავლობაში, მართლა შეიცვალა. შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ გახდა უფრო მწვანე, გაჩნდა უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე - ადგილები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, დაისვენონ, განიტვირთონ, სპორტით დაკავდნენ. ძალიან დიდი რესურსი აქვს ქალაქს ამ მიმართულებით და კიდევ მეტი პროექტი უნდა განხორციელდეს. ჩვენ ამაზეარ ვჩერდებით. კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, უფრო მწვანე იქნება ჩვენი ქალაქი და კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე იქნება, სადაც თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა ექნებათ. ივერთუბანში წინასაარჩევნოდ დავპირდით მოსახლეობას:საკანალიზაციო ქსელის მოწყობას, რომელიც არ არსებობდა და დღეს იქ უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. ასევე, დაპირება იყო ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობა. დღეს იქ არაფერი არსებობს, ხრიოკი ტერიტორიაა და უკვე მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. მაისში დავიწყებთ უშუალოდ პროექტის განხორციელებას. არსებული ტერიტორია ნახევარი ჰექტარია და ის მთლიანად იქნება მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დედაქალაქის მერმა ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლების N19-20საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედარსებული გამწვანების კიდევ ერთ დასრულებულ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასასვენებელი სივრცე იქ ნახევარ ჰა ფართობზე თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო.

 

 

„ნაძალადევის რაიონში, სანზონის N19-20 კორპუსის მიმდებარედ, ნახევარ ჰა ფართობზე მოეწყო დასასვენებელი სივრცე. ეს იყო მთლიანად განადგურებული და მოუწესრიგებელი. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ აღნიშნული სივრცე იქნებოდა ყველანაირად კეთილმოწყობილი. შესაბამისად, ჩავატარეთ მისი რეაბილიტაცია და მოეწყო სპორტული მოედანი, ასევე, ატრაქციონები პატარებისთვის.ყველა თაობისთვის არის შესაბამისი სივრცე, სადაც დასვენება და გართობა შეუძლიათ. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. ყველგან, სადაც ასეთი პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი, ჩვენს ინტერესში შედის, რომ ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობაგამოვასწოროთ, შევქმნათ მიზიდულობის ცენტრები. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, ჩვენ მიერ რეაბილიტირებული ყველა სივრცე გადავსებულიამოქალაქეებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი