კახა კალაძე: საზოგადოების მხარდაჭერა ყველაზე კარგი საზომია
29-04-2022, 08:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ჩემთვის ყველაზე კარგი საზომი არის საზოგადოების მხარდაჭერა, მათთან ურთიერთობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „IRI“-ს მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების შეფასებისას მედიასთან განაცხადა.

 


„ჩემი დამოკიდებულება მსგავს კვლევებთან მიმართებით იცით. არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია და, რა თქმა უნდა არც ამჯერად შემიცვლია აზრი. შეგიძლიათ ნახოთ კვლევები 2012 წლიდან მოყოლებული, რას აცხადებდნენ და შემდეგ რა შედეგები დგებოდა არჩევნებზე. ჩემთვის ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი საზომი არის საზოგადოების მხარდაჭერა, მათთან ურთიერთობა. არასდროს გამიწყვეტია კავშირი საზოგადოებასთან, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და ის განწყობა და დამოკიდებულება, რაც საზოგადოების მხრიდან იგრძნობა, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები ამ ურთიერთობებს.

 


ყველაფერს გავაკეთებ მომავალშიც იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული, კიდევ უფრო ლამაზი, მწვანე და მასში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ კომფორტულად ცხოვრების საშუალება“, - განაცადა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

 


მისივე თქმით, კვლევების გარეშეც თვალსაჩინო და ცხადია საზოგადოების ნდობა მმართველი პარტიისადმი.

 


„მმართველ პარტიას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ეს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჩანს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პარტია, რომელიც ზრუნავს ხალხზე. შეიძლება, რაღაც შეცდომები ჩვენც გვაქვს, რაღაცის გაკეთება დავაგვიანეთ, მაგრამ არასდროს მიგვიყენებია შეურაცხყოფა ქართველი ხალხისთვის, არასდროს დაგვიჩაგრავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, არასდროს წაგვირთმევია. გახსოვთ, წლების განმავლობაში რა დამოკიდებულება იყო ბიზნესის მიმართ, რა ხდებოდა ციხეებში პატიმრების მიმართ. ეს ყველაფერი საზოგადოებას ახსოვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი