ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე რეაბილიტირდა
29-04-2022, 08:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლების N19-20 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედანსა და სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

 


რეკრეაციული სივრცის საერთო ფართობი 5 100 კვ. მეტრია. დასასვენებელ სივრცეში შემორჩენილი იყო მხოლოდ ამორტიზებული ატრაქციონები. გარდა ამისა, დაზიანებული იყო ნოდარ ახალკაცის სახელობის ფეხბურთის მოედანი.

 


განახლებული სპორტული მოედანი და სკვერი თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

 


„აღნიშნული რეკრეაციული პროექტის განხორციელება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო - როდესაც შევხვდით მოსახლეობას, დავპირდით, რომ ამ სივრცეს მოვაწესრიგებდით. დღეს, მეც ბედნიერი ვარ, რომ ადგილობრივებს ნორმალური დასვენების, პატარებს - ატრაქციონებზე გართობის შესაძლებლობა ექნებათ. ასევე, განახლდა სპორტული მოედანი, მოწყობილია დასასვენებელი სივრცეები, სასეირნო ბილიკები, სავარჯიშო სივრცე, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები.

 


მინდა, მადლობა გადავუხადო ნაძალადევის რაიონის გამგეობას, ძალიან კარგი პროექტია. ასეთ პროექტებს აუცილებლად განვახორციელებთ ყველა რაიონში, ყველა უბანში, სადაც ეს შესაძლებელია. ქალაქს სჭირდება მეტი რეკრეაცია, მეტი მწვანე სივრცე, რათა არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ და ამასთან, ყველა თაობის ადამიანს შევუქმნათ დასვენების, გართობის, განტვირთვის შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


პროექტის ფარგლებში, მოეწყო საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო სივრცე, დასასვენებელი პავილიონი, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა; დაირგო 600-ზე მეტი ნერგი და მოეწყო ბალახის საფარი; აგრეთვე, მიმდებარე ტერიტორიაზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და დაიგო ასფალტის საფარი.

 


სტადიონისა და სკვერის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 775 348 ლარია, საგზაო სამუშაოების ღირებულება კი 63 934 ლარს შეადგენს. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 


რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე, მერთან ერთად, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან - მიხეილ ყაველაშვილთან და ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი