მარშალ გელოვანის გამზირზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც, სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა ცალმხრივად შეჩერებულია.
თბილისის მერიის ცნობით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც გადაადგილდება გაგარინის ქუჩისა და ჟვანიას ქუჩის მიმართულებით, მარშრუტი შეეცვლება და რობაქიძის გამზირის, წერეთლის გამზირისა და ქუთაისის ქუჩის გავლით იმოძრავებს, რის შემდეგაც სააკაძის მოედანს დაუკავშირდება. შემდეგ, მოძრაობას განაგრძობს დადგენილი მარშრუტის მიხედვით. უკუმიმართულებისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არ იცვლება. ასეთია ავტობუსები: N314, N304, N302 და მიკროავტობუსები: N534, N539.
რაც შეეხება სოფელ დიღმისა და ვაშლიჯვრის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს, N389, N327 და N367-ზე შეზღუდვა გავრცელდება. ისინი მგზავრთა გადაყვანას აღმაშენებლის ძეგლამდე შეძლებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.