ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის მომხმარებლებისთვის განახლებული საანაბრე სერვისები
29-04-2022, 13:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ახალი ლიბერთის სტატეგიის და ახალი გუნდის საქმიანობის პრიორიტეტი ადამიანები და მათი ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესებაა. შესაბამისად მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება და მუდმივი უკუკავშირი ბანკის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს . საბანკო პროდუქტების მუდმივად განახლებითა და გამარტივებით ლიბერთი მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ინარჩუნებს.

 

 

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია მარტივი, ხელმისაწვდომი საბანკო პროდუქტების და მათ შორის, ისეთი საანაბრე პროდუქტების შექმნა, რომელიც მაღალი სარგებლით იქნება გამორჩეული და ჩვენი მეანაბრეების ქცევასა და საჭიროებებზე იქნება მორგებული. მუდმივი წამახალისებელი აქციებით კი ვცდილობთ პოზიტიური განწყობა შევუქმნათ ჩვენს მომხმარებელს და გავზარდოთ მათი კმაყოფილება და ლოიალობა. მაგალითად, ლიბერთის შემნახველი ანაბრის პირობები, ბაზარზე არსებულ პირობებთან შედარებით მოქნილი და უნიკალურია. ჩვენს მეანაბრეებს ყოველდღიურ ნაშთზე უგროვდებათ სარგებელი, მაშინ როცა სხვაგან სარგებლის დარიცხვა ყოველთვიურ მინიმალურ ნაშთზე ხორციელდება.“ - თინათინ ნეფარიძე, ლიბერთის საცალო ბიზნეს მიმართულების საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების განყოფილების უფროსი.

 

ვადიან და მოთხოვნამდე ტიპის ანაბრების გარდა ლიბერთის მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს ზრდადი დაგროვების სერვისით -,,ყულაბა“.

 

ეს არის ლიბერთი ბანკის მარტივი საბანკო პროდუქტი, რომელიც სრულად ასახავს მომხმარებლის მოთხოვნებს და ყველა ტიპის კლიენტის ქცევაზეა მორგებული, როგორც ციფრულ არხებში ასევე, ტრადიციულ არხებში.

 

ლიბერთის მომხმარებელს შეუძლია თავად აირჩიოს მისთვის სასურველი, დაგროვების ოთხი გზიდან ერთ-ერთი ან ყველა ერთად და დაგროვებული თანხა ავტომატურად მოხვდება მის ‘ყულაბაში’:

ქეშბექიდან დაბრუნებული თანხა
დამრგვალება, რაც გულისხმობს გადახდილ და დამრგვალებულ თანხებს შორის სხვაობის ყულაბაში ავტომატურ გადარიცხვას, რომლის გაორმაგება, გასსამაგება ან გახუთმაგებაც კი შესაძლებელია
ფიქსირებული თანხა, რომელიც ყოველი გადახდისას ყულაბაში აღმოჩნდება
თარიღის და თანხის წინასწარ განსაზღვრა

ამასთან ერთად მომხმარებელი მიიღებს დამატებით სარგებელს დარიცხული პროცენტის სახით. პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://libertybank.ge/ka/produqtebi/chemtvis/anabrebi-da-sertipikatebi/chemi-yulaba 

 

 

,,თანამედროვე სამყაროში ფულის დაგროვება რთულია და ახალი პროდუქტის შექმნისას, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო გაგვემარტივებინა ჩვენი მომხმარებლებისთვის დაგროვების პროცესი. შეიქმნა მოქნილი ,,ყულაბა“ - თანამედროვე საანაბრე საბანკო სერვისი, რომელიც ფულის ხარჯვასთან ერთად, მის დაგროვებას ითვალისწინებს. მომხმარებელს შეუძლია დაისახოს დაგროვების კონკრეტული მიზანი და აკონტროლოს დაგროვილი თანხები და ასევე, თუ რამდენი პროცენტით შესრულდა მიზნის მისაღწევად თანხის დაგროვების გეგმა. ‘ყულაბის’ დახმარებით ხარჯავთ და პარალელურად, ავტომატურად აგროვებთ ფულს საკუთარი მიზნებისა და სურვილებისთვის. სულ რამდენიმე თვეა რაც ‘ყულაბა’ გაეშვა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენს მომხმარებლებში. “ - ელენე ჩუბინიძე, ლიბერთის ციფრული ბანკინგის დეპარტამენტის უფროსი

 

ლიბერთი ბანკი სიდიდით მესამე სისტემური ბანკია და შესაბამისად „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაშია ჩართული. ეს გულისხმობს, რომ თითოეული ანაბარი ავტომატურად დაზღვეულია.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი