პარიზის სან-დენის გარეუბანში, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად შვიდი ადამიანია დაკავებული, რომელთაგან სამი ტერორისტია. სპეცოპერაციის დროს მსუბუქად დაიჭრა ხუთი სამართალდამცველი.
საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ორი ტერორისტი დაიღუპა, აქედან ერთ-ერთმა, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა შტურმისას თავი აიფეთქა.
ანტიტერორისტული ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება და, როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, დასასრულს უახლოვდება.
ფრანგული მედიის ცნობით, ტერორისტები პარიზის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ბიზნეს რაიონ დეფანსში ტერაქტს ამზადებდნენ.
"პოლიცია, ანტიტერორისტული სამსახურების საინფორმაციო ბაზაზე დაყრდნობით და საზღვარგარეთიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ეძებს ტერორისტებს, რომლებიც ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ. აღნიშნული ჯგუფი თავდასხმას დეფანსის რაიონზე აპირებდა", - განაცხადა წყარომ სააგენტო "როიტერსთან" საუბარში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.