საქათველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას.
მათივე ინფორმაციით, მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და მთავრობის მეთაურების შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. მხარეებმა მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების პერსპექტივები და ამ მიზნით განსახორციელებელი ქმედებები.
ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და სომხეთის პრემიერი მიესალმნენ დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს – 30 წლის იუბილეს და ხაზი გაუსვეს მისი სათანადოდ აღნიშვნის მნიშვნელობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.