ჯუანშერ ბურჭულაძე: მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება
30-04-2022, 15:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში გამართულ ღონისძიებაზე.

 

მისი განმარტებით, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია. „დღევანდელ დღეს, როდესაც შავი ზღვის რეგიონში მიმდინარეობს ომი, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში საერთაშორისო პარტნიორებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს და ქვეყნის თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისთვის. მისივე განცხადებით, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი