დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ჩატარებულ ევროპის თასის გათამაშებაში ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის, 73 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს პრიზიორ ნიკა ქომეთიანს ცაგერის სასპორტო სკოლაში გამარჯვება პირადად მიულოცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, მერის მოადგილეებმა ალუდა თუთისანმა, რევაზ ახვლედიანმა და განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა პრიზიორს სამახსოვრო სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცეს.
,,მინდა გამარჯვება მივულოცო ჩვენს წარმატებულ სპორტსმენს ნიკა ქომეთიანს, აღსანიშნავია, რომ ასეთი წარმატება ლეჩხუმს სპორტის აღნიშნულ სახეობაში აქამდე არ ჰქონია.
ვამაყობთ ნიკას გამარჯვებით, მადლობას ვუხდით საკუთარი ქვეყნის, კუთხის წარმოჩენისათვის და მომავალში კვლავ დიდ წარმატებებს ვუსურვებთ", - აღნიშნა გიორგი ნემსაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.