ამ წუთებში თბილისის მეტროსადგურების უდიდესი ნაწილი არ ფუნქციონირებს. როგორც guardian.ge -ს თბილისის მერიის შესაბამის სამსახურში განუცხადეს, მეტროსადგურ "300 არაგველებზე" დროებითი შეფერხებაა, რადგანაც აღნიშნულ სადგურზე ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდა ადგილი, კონკრეტულად კი ავტოგადასაბმელის დაზიანება მოხდა. მერიის სამსახურის ინფორმაციით, მეტროს ფუნქციონირება დაახლოებით 1 საათსა და 30 წუთში აღდგება.
როგორც guardian.ge -ის კორესპონდენტი რუსთაველის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყება, ამ დრომდე მოქალაქეებთან ინფორმაციის გასაცნობად, თუ რატომ არ ფუნქციონირებს თბილისის მეტრო, არავინ გამოსულა, რის გამოც მეტროსადგურის მთავარ შესასვლელთან თავმოყრილი მგზავრები უკმაყოფილებას გამოხატავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.