გლდანის რაიონში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი და პანდუსები ეწყობა
02-05-2022, 13:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა გრძელდება, რისთვისაც იმ სადარბაზოს ადაპტირება მიმდინარეობს, სადაც ისინი ცხოვრობენ.

 

 

გამგეობის მიერ გმირი კურსანტების ქუჩის მეორე შესახვევში, N5 კორპუსში ვერტიკალური პლატფორმა (ლიფტი) დამონტაჟდა. აღნიშნულ ქუჩაზე არსებული კორპუსი არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ სადარბაზოს ადაპტირება მომხდარიყო, რის გამოც მოქალაქეები დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. შესაბამისად, გამგეობამ კორპუსის გარე ნაწილზე ლიფტის დამონტაჟების გადაწყვეტილება მიიღო. ლიფტის მონტაჟისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 43 500 ლარი დაიხარჯა.

 


გარდა ამისა, სადარბაზოებში ელექტრო ამწე პლატფორმების მოწყობის სამუშაოები მერვე მიკრორაიონის N15 კორპუსსა და მეექვსე მიკრორაიონის N14 კორპუსში დასრულდა, სამ მისამართზე კი - მიმდინარეობს. ჯამში, ექვსივე პროექტისთვის 216 637 ლარი დაიხარჯება.

 


დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, გიგა სოფრომაძესთან ერთად გაეცნო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი