ჯუმბერ კირვალიძე: ღმერთს მადლობა შევწიროთ, რომ საქართველოში რუსები კომპაქტურად არც ერთ რეგიონში არ ცხოვრობენ, თორემ კრემლი - აფხაზეთსა და ცხინვალს არ გვაკმარებდა!
02-05-2022, 16:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთიდან საქართველოში ეკონომიკურ სანქციებს გამოქცეული რუსების რიცხვი, თითქმის 100 000-ს უახლოვდება!.. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, - რომ არა დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული უმკაცრესი სანქციები, რომლებმაც რუსეთში გამოიწვიეს ცხოვრების დონის კატასტროფული ვარდნა (რაც კიდევ უფრო გაიზრდება), რუსების 90% არც რუსეთს დატოვებდა და არც უკრაინაში რუსეთის აგრესიას, უკრაინელი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას არ გააპროტესტებდა!

 

 

ამიტომ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, გამორიცხული არ არის, რომ რუსეთს „დაჭირდეს“ მოლდავაში (უწინარესად, პრიდნესტროვიაში) და საქართველოში „არეულობების მოწყობა“ და ამისთვის, რუსებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო იქნება - 9 მაისი („ძენ პაბედი“)!! აქედან გამომდინარე, საქართველის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს პრევენციული ზომები, რომ თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი პროვოკაციები!.. მაგალითად, სავსებით შესაძლებელია, რომ 9 მაისს, „ვაკის პარკში“ უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან, რუსეთიდან საქართველოში „სანქციებს გამორიდებულმა პატრიოტმა“ რუსებმა და პრორუს ქართველთა მცირერიცხოვანმა კოლაბორაციონისტულმა ჯგუფებმა, - „გეორგიევსკის ლენტები“ დაიბნიონ მკერდზე, გაშალონ სსრკ-ს, საქართველოს სსრ და რუსეთის ფედერაციის დროშები, აღმართონ სტალინის და პუტინის დიდი ფოტოსურათები!!! ამ აშკარა პროვოკაციულ ქმედებას, საპასუხოდ უეჭველად მოჰყვება ქართული საზოგადოების, უწინარესად, ქართველი ახალგაზრდების მწვავე პროტესტი, რომლის განეიტრალება შესაძლოა პოლიციამ ვერ მოახერხოს და მოხდება მასობრივი ცემა-ტყეპა, რომლის დროსაც, ღმერთმა არა ქნას, შეიძლება დატრიალდეს ტრაგედია და თუნდაც 1 რუსი ეროვნების ადამიანი რომ დაიღუპოს, პუტინისტურ რუსეთს საბაბი მიეცემა „რეაგირებისათვის“!..

 

 

ასე რომ, დიდი სიფრთხილე მართებს ხელისუფლებას და საზოგადოებას, თორემ რუსეთის პირსისხლიან დიქტატორ პუტინს, რომელიც ვერ ძღება უკრაინელების სისხლით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო „თავდაცვით“ დოქტრინაში უწერია, რომ რუსეთი ვალდებულებას იღებს, - „რუსეთის მოქალაქეების დაცვას მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება“!!! ალბათ, ყველას გვახსოვს, თუ რა უძღოდა წინ აფხაზეთის და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას“, - ამ ორი სეპარატისტული რეგიონის აფხაზი და ოსი ეროვნების მოსახლეობის "პასპორტიზაცია", რომლის შედეგად მათი უმრავლესობა „რუსეთის მოქალაქეები გახდნენ“, რომლების „დასაცავად“, რუსების აზრით, რუსეთს „ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა“! რუსეთმა ზუსტად იგივე მეთოდით იმოქმედა - მოლდოვას პრიდნესტროვიაში, უკრაინის ყირიმსა და დონბასში! დიახ, ამ რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური რუსების „პასპორტიზაციის“ შედეგად, მათი 95% - რუსეთის ფედერაციის „მოქალაქეებად გადაიქცა“!...

 


P.S. ქართველებმა, ღმერთს მადლობა შევწიროთ, რომ საქართველოში რუსები კომპაქტურად არც ერთ რეგიონში არ ცხოვრობენ, თორემ კრემლი - აფხაზეთსა და ცხინვალს არ გვაკმარებდა!..

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი