საქართველოს რთულ სამეზობლოში უწევს ცხოვრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი მისწრაფებები არის დასავლეთზე ორიენტირებული, - აღნიშნული კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ ევრაზიული თანამშრომლობის ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევის თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.
იან კელის თქმით, ის კომენტარს ვერ გააკეთებს ამ კვლევაზე, ვინაიდან არ უნახავს იგი, თუმცა დარწმუნებულია, რომ საქართველო მტკიცეა თავის მისწრაფებაში იყოს დასავლური ქვეყანა.
"უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს საკმაოდ რთულ გეოგრაფიულ გარემოში უწევს ცხოვრება. შესაბამისად, მოწყობაც უნდა იყოს ამ გარემოზე მორგებული. მიუხედავად ამისა, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს მისწრაფებები არის დასავლური, მომავლისკენ ორიენტირებული", - განაცხადა იან კელიმ.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა საჭიროების შემთხვევაში დახმარებას მოელის, პირველ რიგში ევროკავშირისგან, შემდეგ ევრაზიული კავშირისგან და მხოლოდ მესამე შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.