ირაკლი ღარიბაშვილმა და შვედეთის ელჩმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი და ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს
03-05-2022, 16:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი და საქართველოსა და შვედეთის ურთიერთობები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ულრიკ თიდესტრომის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი უკვე გადაეცა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ხოლო მეორე ნაწილი ევროკავშირს უახლოეს მომავალში გადაეცემა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კითხვარის გადმოცემა ახალი ეტაპია ევროკავშირთან ურთიერთობაში, რაც ქვეყანას დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს, გააძლიეროს ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, ამ პროცესში კი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.

 

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარების პერსპექტივები. ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და მისი ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

 

საუბარი შეეხო საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ პოლიტიკური მიმართულებით ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაზეც მეტყველებს მაღალი დონის ვიზიტების და შეხვედრების სიხშირე.

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისადმი, განსაკუთრებულად აღინიშნა ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც ქართული მხარე უკრაინელ ხალხს უწევს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი