ლისის ტბის მიმდებარე კერძო ტერიტორიების განაშენიანება მხოლოდ გარემოსდაცვითი და ქალაქმშენებლობითი ინტენსიური კვლევების შედეგად მიღებული რეკომენდაციებით დაიშვება
04-05-2022, 11:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის ეკოსისტემის დაცვისა და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბების მიზნით, თბილისის მერიის დაკვეთით ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული რეკომენდაციებიდედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში აისახება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


თბილისის მერის თქმით, ლისის ტბის მიმდებარე კერძო ტერიტორიების სამშენებლო განვითარება მხოლოდ აღნიშნული რეკომენდაციებისა და გარემოსდაცვითი ინტერესების შესაბამისად იქნება დასაშვები.

 


მისივე განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს კერძო პირების საკუთრების უფლების დაცვას ისე, რომ არ დაზიანდეს ტბის მიმდებარე ტერიტორიის ეკოსისტემა.

 


„როგორც იცით, 2019 წლის 15 მარტს დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელმაც შეზღუდა გარკვეული არეალები. ქალაქში გამოიყო კონკრეტული არეალები, სადაც დროებით შეჩერდა მშენებლობის განხორციელება. ერთ-ერთი ასეთი იყო ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია. დავიწყეთ გარკვეული კვლევების ჩატარება იმისთვის, რომ მისი მიმდებარე ტერიტორიის ეკოსისტემის დაცვისა და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბების მიზნით, სრული სურათიგვქონოდა.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, 2021 წლის 24 სექტემბრიდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მიმდინარეობდა ლისის ტბის აუზის გარემოსდაცვითი და ქალაქმშენებლობითი ინტენსიური კვლევები, რომლის მიზანიც იყო, გამოეკვლია და დაეზუსტებინა თუ როგორ იქნებოდა შესაძლებელი უსაფრთხო, ჯანსაღი და დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული საცხოვრებელი გარემოს შექმნა. ეს არის სივრცე, სადაც უამრავი კერძო ნაკვეთია და ჩვენ გარკვეულ უკმაყოფილებას წავაწყდით. მათ ჰქონდათ კერძო საკუთრება და მშენებლობის განხორციელების სურვილი, მაგრამ ამის საშუალებასარ ვაძლევდით.მესმის ამ ადამიანების, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ, როგორც კერძო მესაკუთრის, ასევე, დედაქალაქის ინტერსები და მისიურბანულად სწორი განვითარება უნდა მოხდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


მისივე თქმით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე, ვერცერთი მშენებლობა ვერ განხორციელდება.

 


„დღეს უკვე ამ კვლევებიდან მიღებული ანალიზით, შესაძლებელია, განვახორციელოთ არსებული სივრცეების სხვადასხვა სახის განაშენიანება. ოღონდ ყველა იმ რეკომენდაციის მიხედვით, რომელიც ამ კვლევაში არის მოცემული. განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე, ვერცერთი მშენებლობა ვერ განხორციელდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა, რომლის გათვალისწინებაც მოგვიწევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი