თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ომის ვეტერანების შეკრება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის პარკი) მოხდება, რადგან ვაკის პარკში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად, ომის ვეტერანები ვაკის პარკში იკრიბებიან, თუმცა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 მაისს ვეტერანთა ტრადიციული შეკრება გაიმართება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის პარკში). ჩვენ გვაქვსვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამა. ომის ვეტერანებს 600 ლარით დავეხმარეთ. ეს შეიძლება დიდი თანხა არაა, მაგრამ ამ რთულ ვითარებაში, ვფიქრობ, გარკვეული ხელშემწყობი ღონისძიებაა. ჩვენი მხრიდან მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს მათთვის, რაც შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ფინანსური დახმარება გაუწია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების მეუღლეებს, რომლებსაცერთჯერადად, 300 ლარი გადაეცათ. თბილისის მერია, ჯამში, 130 პირს დაეხმარა.
თანხის გადარიცხვა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.