პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ყველა კარგად იაზრებს, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და მან სასჯელი უნდა მოიხადოს, ქართულ საზოგადოებას კი არ აინტერესებს სააკაშვილის მდგომარეობა და „მისი მხარდამჭერების რაოდენობა ჩამოვიდა გიული ალასანიამდე და თაკო ჩარკვიანამდე“.
„როცა სააკაშვილის სასამართლო პროცესების დროს 20-30 კაცის მეტი ვერ გროვდება სასამართლოსთან და ამ დროს ქუჩაში 200 ათასი კაცის გამოსვლას ითხოვენ, ეს ნიშნავს, რომ ქართულ საზოგადოებას არ აინტერესებს სააკაშვილის მდგომარეობა. ყველას კარგად აქვს გააზრებული, რომ სააკაშვილი არის დამნაშავე, უნდა მოიხადოს სასჯელი. იმასაც კარგად ხედავენ, რომ პენიტენციური სამსახური მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველაფერს აკეთებენ და მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება. მსგავსი იმედები სააკაშვილს მაშინ ჰქონდა, როცა საქართველოში შემოდიოდა, რომ მას 200 000 ადამიანი დახვდებოდა, მის დაჭერას არ დაუშვებდნენ, თუმცა ზის ციხეში. მსგავს იმედებს დღესაც არ კარგავს, მაგრამ მისი ოჯახის წევრებისა და თაკო ჩარკვიანის გარდა, მხარდასაჭერად არავინ გამოდის. მისი მხარდამჭერების რაოდენობა ჩამოვიდა გიული ალასანიამდე და თაკო ჩარკვიანამდე“, - განაცხადა სუბარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.