2022 წლის 1-ელ მაისს, „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა“, სტომატოლოგიურ კლინიკა „პრო ორთო“-სთან თანამშრომლობითა და ფარმაცევტული კომპანია „PSP“-ს მხარდაჭერით ჩაატარეს აქცია „კბილის ფერიის დღე“.
აქციის ფარგლებში, კლინიკის გამოცდილმა ექიმებმა, ასევე ინდოეთიდან ჩამოსულმა ექსპერტმა სელვარაჯ განდიმ, მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისა და მოზარდებისთვის ჩაატარეს პირის ღრუს პროფილაქტიკური დათვალიერება. მონაწილეებს ჩაუტარდათ კონსულტაცია და მიეცათ რეკომენდაციები. მონაწილეებმა მიიღეს შემდეგი მომსახურება:
პირის ღრუს დათვალიერება ზინდით და სარკით;
გამოკითხვა პირის ღრუს ფუნქციების შესახებ;
გამოკითხვა სუნთქვის, ღეჭვის, ყლაპვის, მეტყველების შესახებ;
ენის, ტუჩის ლაგამების შეფასება.

მონაწილეებს გაესაუბრნენ სპეციალისტები პირის ღრუს ჯანმრთელობის როლსა და მისი შენარჩუნების გზებზე, განემარტათ კბილების ხეხვის თავისებურებები, რა არის კარიესი, გინგივიტი – ღრძილების ანთება და მათი გამომწვევი ფაქტორები.
კლინიკის ხელმძღვანელობა „როტარი კლუბი – თბილისი ამბასადორის“ წევრების შეთანხმებით, აქციის მონაწილეებს მომავალშიც გაუწევს დახმარებას და უსასყიდლოდ უმკურნალებენ.
შეხვედრა გაიმართა კოვიდრეგულაციების მაქსიმალურად დაცვით.
როტარი კლუბი – საერთაშორისო ელიტარული სერვის კლუბია, რომელიც 1905 წელს ამერიკაში, კერძოდ ქ. ჩიკაგოში დაარსდა. როტარის მოძრაობის პრინციპია – ნებაყოფლობითი მონაწილეობა ქვეყნების განვითარებაზე ორიენტირებული და საზოგადოებრივ-ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებაში. კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ აქტიურ და საზოგადოებაში კარგი რეპუტაციის მქონე ადამიანებს. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს 36 000 კლუბი, სადაც გაერთიანებულია 1 200 000-ზე მეტი წევრი. კლუბი ახორციელებს პროექტებს შემდეგი მიმართულებებით: საბაზისო განათლება, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, წყალი და ჰიგიენა, გარემოს დაცვა, მშვიდობა და კონფლიქტების მოგვარება, ეკონომიკური და საზოგადოების განვითარება, დაავადებების პრევენცია და მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ როტარიმ გადამწყვეტი როლი შეასრულა მსოფლიოს მასშტაბით პოლიომიელიტის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში.
„როტარი კლუბი თბილისი ამბასადორი“ დაარსდა 2014 წელს. კლუბი არ არის ტრადიციული გაგებით საქველმოქმედო გაერთიანება, თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე, კლუბის წევრები ბევრ საინტერესო სოციალურ პროექტს ახორციელებენ.
ინფორმაციას „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორი“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.