თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე არსებული ვარძიის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„სამგორის რაიონში მორიგი პროექტი ხორციელდება. ეს არის რეკრეაციული სივრცის მოწყობა. აქ ყოველთვის იყო დასასვენებელი პარკი, თუმცა, დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს - გაუბედურებულია არსებული ტერიტორია. არჩევნებზე მოსახლეობას მივეცით პირობა, რომ ეს სივრცე იქნებოდა ყველანაირად მოწესრიგებული. დღეს დაიწყოსამუშაოების განხორციელება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები და ატრაქციონები ბავშვებისთვის. მთლიანად იქნება განხორციელებული და შეცვლილი დენდროლოგიური პროექტი. მოეწყობა სარწყავი დაგანათების სისტემები. ყველანაირი ინფრასტრუქტურა, რაც კი საჭიროა რეკრეაციული სივრცეებისა და პარკებისთვის, გაკეთდება და დედაქალაქსკიდევ ერთი ლამაზი დასასვენებელი სივრცე შეემატება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვარძიის სკვერში, რომლის ფართობიც 8 300 კვადრატული მეტრია, შადრევანი, სპორტული და საბავშვო მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი პავილიონი, სარწყავი და გარე განათების სისტემები მოეწყობა. ტერიტორია გამწვანდება და დაითესება ბალახი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.