ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარში მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი გაიმართა
04-05-2022, 15:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარში მაგიდის ჩოგბურთში მუნიციპალურ რაიონთაშორისი ტურნირი გაიმართა. ტურნირში ტრადიციულად ახალქალაქისა და ნინოწმინდის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსულმა 9 გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

 


ერთმანეთს შეეჯიბრნენ ქ. ნინოწმინდის, სოფ. ოროჯალარის, სპასოვკის, ჟდანოვის, ღულალისის, ეშტიის, სათხის, არაქალისა და ახალქალაქის სოფ. არაგვის ჩოგბურთის გუნდების გოგოები და ჭაბუკები.

 

 

გამოვლინდა გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებსაც მედლები და სერთიფიკატები გადაეცათ. მათ შორის:

 


- ოროჯალარის გუნდმა 7 ოქროს მედალი მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა (მწვრთნელი აშოტ სოღოიანი)

 


- სოფ. სპასოვკის გუნდმა 4 ოქროს მედალი მოიპოვა და მეორე ადგილი დაიკავა (მწვრთნელი ავთანდილ ვანაძე)

 


- სოფ. ღულალის გუნდმა 1 ოქროს მედალი მოიპოვა და მესამე ადგილი დაიკავა (მწვრთნელი დანიელ სარგისიანი)

 


ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ: ქალაქ ნინოწმინდის, ახალქალაქის სოფ. არაგვის, ჟდანოვის, ეშტიის, სათხის, არაქალის გუნდები.

 


შეჯიბრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების თანამშრომლებისა და სოფ. ოროჯალარის გუნდის მწვრთნელის აშოტ სოღოიანის ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.

 


ტურნირს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

ინფორმაციას ნინოწმინდის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი