„ანორექსია რა შუაშია, საერთოდ ვერ გავიგე იმიტომ, რომ ანორექსია, ჯერ ერთი, 90% ქალებს ახასიათებს და 10% კაცებს და ამას აქვს კონკრეტული ფსიქიკური მიზეზი და სააკაშვილს ეგ ფსიქიკური მიზეზი წესით არ უნდა ჰქონდეს და მეორე, ვიზუალური დათვალიერებით რაღაცა დასკვნები გამოდის, ამას ვერ ექნება სერიოზული აღქმა ჩვენი მხრიდან. არავითარი დიაგნოზი არ არსებობს, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, თუ გართულდება მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა, შესაძლებელია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გახდეს მისი გადაყვანა საჭირო.
„რაც შეეხება ანორექსიას, ამის გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ეს არ არის ფიზიოლოგიური პრობლემა, ეს არის ფსიქიკის თემა. ზოგადად, ის, რომ სააკაშვილს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ეს ჩვენ ვიცით ძალიან დიდი ხანია, თუმცა ამ ფსიქიკური პრობლემებით, იგივე ადამიანები 2-ჯერ ირჩევდნენ მას პრეზიდენტად...
არ ვიცი, თუ გართულდა ფსიქიკური პრობლემები, შეიძლება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი გადაყვანა გახდეს საჭირო, მაგრამ აქამდე ის ამ ფსიქიკური პრობლემებით პრეზიდენტობასაც ახერხებდა და მე მგონი პატიმრობასაც მოახერხებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.