საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლეს
05-05-2022, 10:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ საფრანგეთის რესპუბლიკის გაერთიანებული შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს უმასპინძლეს. ლელა ჩიქოვანმა და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გენერალ-მაიორ ლორან მარბეფს ვიზიტისთვის, საფრანგეთს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. საუბარი შეეხო საჰაერო თავდაცვის, სამთო მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ერთობლივ კონტრიბუციას.

 


შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს და რეგიონში არსებული საფრთხეები და უსაფრთხოების გამოწვევები მიმოიხილეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი