თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე სკვერი ეწყობა
05-05-2022, 12:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


მთაწმინდის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნ. ჟვანიას ქ. N28-ის მიმდებარედ 1 500 კვ. მ. ფართობზე სკვერს აწყობს. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება ბავშვთა გასართობი, თანამედროვე ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონები, საფეხმავლო ბილიკები.

 

 

ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაიგება რულონური ბალახი. ასევე, დამონტაჟდება LED განათების სისტემა და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინვენტარი.

 


რეკრეაციული სივრცე მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ აბაშიძემ გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს.

 


„მთაწმინდის რაიონს კიდევ ერთი მაგარი სკვერი შეემატება. ეს ტერიტორია სრულად მოუწესრიგებელი და დაბინძურებული იყო. მოსახლეობის ჩართულობით მიმდინარეობს სამუშაოები და მიხარია, რომ ყველა ასაკის ადამიანი შეძლებს ამ სივრცით სარგებლობას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 


სკვერის მოწყობის სამუშაოები ივნისის დასაწყისში დასრულდება. პროექტისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 630 000 ლარი არის გათვალისწინებული.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი