40 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა. პროექტის ფარგელში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
„440 ბავშვზე გათვლილი სოფელ კუმისის სკოლა სრულად რეაბილიტირდა. სკოლა ადაპტირდა სპეციალური საჭიროებების ბავშვებისთვის, დაემატა ახალი, სპორტული დარბაზი. შენობა აღიჭურვა გათბობის, ხანძარქრობის და სხვა აუცილებელი საინჟინრო სისტემებით. მოეწყო ლაბორატორიის სივრცე, კომპიუტერების ოთახი, გარე სტადიონი და ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც აუცილებელია მოსწავლეთათვის განათლების მისაღებად ღირსეული პირობებისთვის. ეს არის კიდევ ერთი სკოლა, რომელიც ზაფხულში მზად იქნება და, შესაბამისი აღჭურვის შემდეგ, შეძლებს მოსწავლეების მიღებას“,- განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქვემო ქართლში მიმდინარე პროექტების მონახულებისას.
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებიტ განახორციელბა, პრეოქტის ღირებულება 2,8 მილიონი ლარია.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ახალი პროგრამის „მშენებლობა განვადებით“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პროგრამის ერთ-ერი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობა იქნება. პროგრამის ფარგლებში, 800 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის 1 მილიარდი ლარის სამუშაოები შესრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.