საქართველოს თავდაცვის ძალებში შვიდკაცა რაგბიში და ლელობურთში ტურნირი დასრულდა. თამაშებში, რომელიც გორის რაგბის სტადიონზე მიმდინარეობდა, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებისგან დაკომპლექტებული რვა გუნდი იღებდა მონაწილეობას.
შვიდკაცა რაგბიში პირველი ადგილი IV ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა დაიკავა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები I და III ქვეითი ბრიგადის გუნდებმა გადაინაწილეს. ლელობურთში პირველ ადგილს III ქვეითი ბრიგადის ნაკრები დაეუფლა, მეორე ადგილს - VI საარტილერიო ბრიგადა, ხოლო მესამე ადგილი II ქვეითმა ბრიგადამ დაიკავა.
ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და რაგბის კავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ გამარჯვებულ გუნდებს სამ საპრიზო კატეგორიაში შესაბამისი მედლები და თასი გადასცეს. ტურნირში მონაწილე რვა გუნდიდან შეირჩა 12 მოთამაშე, რომლებიც უწყების სახელით 2022 წლის ივნისში, საფრანგეთში დაგეგმილ ჯარებს შორის შვიდკაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.
საქართველოს თავდაცვის ძალებში შვიდკაცა რაგბიში და ლელობურთში ტურნირი თავდაცვის სამინისტროს სპორტული ღონისძიებების სამსახურისა და რაგბის კავშირის ორგანიზებით ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.