საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპალატის პრეზიდენტ რიჩარდ ვებერის შეხვედრაზე საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა ევროპალატის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც საქართველოში ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით გადაიდგა და ისაუბრა სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება. ევროპალატის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს საქართველოსადმი მხარდაჭერის მზადყოფნა დაუდასტურა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა.
შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი დაესწრო. ევროპალატა ევროპის უმსხვილეს ბიზნესგაერთიანებას წარმოადგენს და 45 პალატას აერთიანებს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ევროპალატის წევრია 2000 წლიდან. წევრი პალატების ხაზით, ევროპალატა 1700 რეგიონულ პალატას და 20 მილიონ კომპანიას მოიცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.