9 მაისთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1000 ლარი გადაურიცხა
06-05-2022, 14:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 1000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი ჩაერიცხათ.

 


მთავრობის განკარგულებამდე,თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა მეუღლეებს - 300 ლარი გადაურიცხა, რასაც მთავრობის განკარგულების თანახმად, 400 და 200 ლარი დაემატა და ომის ვეტერანთა შემთხვევაში 1000, ხოლო მარჩენალდაკარგულთა შემთხვევაში, 500 ლარი შეადგინა.

 


9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ მატერიალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 84 ვეტერანს და ამ ომში დაღუპულთა ოჯახის 46 წევრს გაუწია.

 

 

თანხის გადარიცხვა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ბენეფიციართა პირად საბანკო ანგარიშზე განხორციელდა.

 

კომენტარები: 2
#2  guardian.ge
      
ქალბატონო ია, გთხოვთ, ამის შესახებ დაუკავშირდეთ საქართველოს მთავრობას ან თბილისის მერიას, იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ. დაბლა იხილეთ ინფორმაცია:

ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ http://guardian.ge/65770-fashizmze-gamarjvebis-77-e-tslisthavthan-dakavshirebith
-meore-msoflio-omis-monatsileebi-erthjeradad-1000-lars-kholo-meore-msoflio-omshi
-daghupultha-ojakhis-tsevrebi-500-lars-miigheben.html


საქართველოს მთავრობის FACEBOOK-ის გვერდის მისამართია: https://www.facebook.com/GeorgianGovernment


პატივისცემით, guardian.ge-ის ადმინისტრაცია
10 მაი 2022 13:11
#1   ია
      
გამარჯობა... დედაჩემის მამა ქერჩთან ბრძოლის დროს დაიღიპა და დედას აინტერესებს, როგორ უნდა დარეგისტრირდეს, რომ მან მიიღოს ეს დახმარება? გმადლობთ,თუ დაგვაკვალიანებთ.
10 მაი 2022 01:06
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი