ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით,თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მთაწმინდის ფერდობებზე არსებული დაზიანებული ნარგაობების აღდგენის ღონისძიებები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები, დაახლოებით, 700 ჰექტარზე ხორციელდება.
მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მთაწმინდის ფერდის რეაბილიტაცია-განახლების პროექტს ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს. ამისთვის, მას მადლობა მინდა გადავუხადო. პროექტი, დაახლოებით, 20 მილიონილარის ღირებულებისაა. ფერდზე მძიმე მდგომარეობა იყო - სარწყავი სისტემა არ არსებობდა, ხეები გახმა. ეს ადგილი ქალაქის ფილტვებია. სამუშაოების ჩატარების შედეგად, განხორციელდება ხეების სანიტარიული ჭრა, დაირგვება ხე-მცენარეები. აქ ადამიანები რთულ პირობებში მუშაობენ, მაგრამ აღნიშნული სამუშაოების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მერია რეკრეაციული სივრცეების შექმნის თვალსაზრისით, ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებს. ეს დიდ წარმატებას მოგვიტანს. ჩვენი ქალაქი ყველაზე სუფთა, მწვანე და მოწესრიგებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მთაწმინდის ურბანული ტყის განაშენიანების პროექტი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. ტერიტორიაზე, რომელიც გეოლოგიურად და გეოდეზიურად ურთულესია, 14 მიმართულების კვლევა ჩატარდა. პროექტის აღსრულების პროცესი, პირველ რიგში, დაავადებული და დაზიანებული ხეების მოჭრას გულისხმობდა, შემდეგ კი განაშენიანების პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე 100 000 ძირზე მეტი ხეა დარგული. სპეციალისტების თქმით, ახალი ნარგავების რაოდენობა ნახევარ მლნ ძირს გადააჭარბებს.
„პროექტს წინ უსწრებდა კვლევები. 700 ჰექტარის მოცულობის ტერიტორიაზე, რომელიც გეოლოგიურად, გეოდეზიურად და ყველა სხვა მონაცემით ურთულესია, 14 მიმართულების კვლევა ჩატარდა. შევისწავლეთ, თუ რა მცენარეული საფარია, რა მდგომარეობაშია ნიადაგი. მოგეხსენებათ, ტერიტორია არის მწირნიადაგიანი, პრაქტიკულად, ჰუმუსი არ არსებობს. ამიტომ, ხელოვნური ჩარევა გახდა აუცილებელი. აღნიშნული კვლევების შემდეგ, დავიწყეთ პროექტის აღსრულება - დაზიანებული და დაავადებული ხეების მოჭრა. ნარიყალას ფერდი მოუვლელობისგან იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში. უკვე დაირგო 40 სახეობის ხე-მცენარე - ფოთლოვანი, წიწვოვანი თუ ბუჩქოვანი ნარგავები, 200 ათასი ძირის დასარგავად კი ნიადაგია მომზადებული“, - განაცხადა ფონდ „განვითარება და გარემოს“ ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ტყემალაძემ.
განაშენიანების პარალელურად, არეალში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, რომელიც დამთვალიერებლებს საშუალებას მისცემს, უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდნენ და მიმდებარე ტერიტორიებს დაუკავშირდნენ.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ასევე, ფონდ „განვითარება და გარემოს“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.