თბილისის მეტროპოლიტენმა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა აღადგინა.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ მეტროსადგურ „სამას არაგველზე“ მატარებლის ვაგონი დაზიანდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ვაგონში ხალხი იმყოფებოდა. ყველა მათგანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა. აღნიშნული ინციდენტის გამო მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ ვარკეთილამდე მოძრაობა ორი საათი შეიზღუდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.